воскресенье, 4 августа 2013 г.

პროექტის გეგმა - მართკუთხედის ფართობი

1. პროექტის სახელწოდება - მართკუთხედის ფართობი .
2. პროექტის მთავარი იდეა - მართკუთხედის ფართობის გამოთვლის სწავლება .
3. პროექტის აქტუალობა - მოსწავლე შესძლებს თემის ყოფაცხოვრებაში გამოყენებას .
4. პროექტის მიზნები - გამოუმუშავდეს მოსწავლეს მაგ. მართკუთხედის ფორმის : იატაკის , კედლის , ნაკვეთის ფართობის გამოსაანგარიშებლად საჭირო უნარები .
5.მონაწილეთა ასაკი - 12 წლ .
6. ვადები /ხანგრძლივობა - 1 კვირა .
7. მოსალოდნელი შედეგები  / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეები შესძლებენ  ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას ,  გამოიყენებენ ისტ  - ტექნოლოგიებს .
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, ფორზაცი, მუყაოს ქაღალდი, სლაიდები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) -
          აქტივობა I - მოსწავლეები  იყოფიან  ჯგუფებად ;  ერთნი კომპიუტერის საშუალებით მუშაობენ ფონური ცოდნიდან ოთხკუთხედების სახეებზე ; მეორენი ოთხკუთხედების საერთო და განმასხვავებელ  ნიშნებზე ;  მესამენი  ბეჭდავენ სლაიდებს . მასწავლებელი ამავდროულად აკონტროლებს დროის ლიმიტს .
         აქტივობა II -  მასწავლებელი სთხოვს  თითოეულ ჯგუფს გამოიანგარიშონ მართკუთხედის ფართობი და პერიმეტრი ,რომელიც სლაიდზეა გამოსახული; შეადარონ ერთმანეთს შედეგები და შეთანხმდნენ სწორ პასუხზე .
          აქტივობა III - მასწავლებელი მოსწავლეებს  უქმნის პირობებს ალტერნატიული გზით გამოიანგარიშონ მართკუთხედის ფართობი .
           აქტივობა IV -მოსწავლეები მათ მიერ შესრულებულს ამთლიანებენ , მსჯელობენ არგუმენტებზე და კონტრარგუმენტებზე , მათი ცხოვრებაში გამოყენების პრიორიტეტებზე.
            აქტივობა V- მასწავლებელი მოსწავლეთა თვითშეფასების შემდეგ აფასებს მოსწავლეთა ნამუშევრებს და გადადიან შემდგომი პროექტის მომზადების თარიღის შერჩევაზე , რომლის თემებს  მასწავლებელი აჩვენებს კომპიუტერის მეშვეობით (მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება არჩევანის) : ზოგს ავალებს საკუთარი ოთახის იატაკის ,ზოგს კედლების შესაღებად საჭირო საღებავის გამოანგარიშებას და ა.შ.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- მათ VI. 10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
11. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი - ნანა საძაგლიშვილი

12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა - nanasadzaglishvili7@gmail.com