1. პროექტის სახელწოდება - მართკუთხედის
ფართობი .
2. პროექტის მთავარი
იდეა - მართკუთხედის ფართობის გამოთვლის სწავლება .
3. პროექტის აქტუალობა
- მოსწავლე შესძლებს თემის ყოფაცხოვრებაში გამოყენებას .
4. პროექტის მიზნები
- გამოუმუშავდეს მოსწავლეს მაგ. მართკუთხედის ფორმის : იატაკის , კედლის , ნაკვეთის
ფართობის გამოსაანგარიშებლად საჭირო უნარები .
5.მონაწილეთა ასაკი
- 12 წლ .
6. ვადები /ხანგრძლივობა
- 1 კვირა .
7. მოსალოდნელი
შედეგები / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას-
მოსწავლეები შესძლებენ ინფორმაციის მოძიებას
და დახარისხებას , გამოიყენებენ ისტ - ტექნოლოგიებს .
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები - დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, ფორზაცი, მუყაოს
ქაღალდი, სლაიდები.
9. პროექტის მსვლელობა
( ძირითადი აქტივობები ) -
აქტივობა I - მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად ; ერთნი კომპიუტერის საშუალებით მუშაობენ ფონური ცოდნიდან
ოთხკუთხედების სახეებზე ; მეორენი ოთხკუთხედების საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე ; მესამენი ბეჭდავენ სლაიდებს . მასწავლებელი ამავდროულად აკონტროლებს
დროის ლიმიტს .
აქტივობა II - მასწავლებელი
სთხოვს თითოეულ ჯგუფს გამოიანგარიშონ მართკუთხედის
ფართობი და პერიმეტრი ,რომელიც სლაიდზეა გამოსახული; შეადარონ ერთმანეთს შედეგები და
შეთანხმდნენ სწორ პასუხზე .
აქტივობა III - მასწავლებელი მოსწავლეებს უქმნის პირობებს ალტერნატიული გზით გამოიანგარიშონ
მართკუთხედის ფართობი .
აქტივობა IV -მოსწავლეები მათ მიერ შესრულებულს ამთლიანებენ , მსჯელობენ
არგუმენტებზე და კონტრარგუმენტებზე , მათი ცხოვრებაში გამოყენების პრიორიტეტებზე.
აქტივობა V- მასწავლებელი მოსწავლეთა თვითშეფასების შემდეგ აფასებს
მოსწავლეთა ნამუშევრებს და გადადიან შემდგომი პროექტის მომზადების თარიღის შერჩევაზე
, რომლის თემებს მასწავლებელი აჩვენებს კომპიუტერის
მეშვეობით (მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება არჩევანის) : ზოგს ავალებს საკუთარი ოთახის
იატაკის ,ზოგს კედლების შესაღებად საჭირო საღებავის გამოანგარიშებას და ა.შ.
10. საგნებთან
/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- მათ VI. 10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს
შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
11. პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებელი - ნანა საძაგლიშვილი
12.ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა - nanasadzaglishvili7@gmail.com
ნანა, გისურვებ წარმატებებს პედაგოგიურ საქმიანობაში
ОтветитьУдалитьქალბატონო ნანა, მიხარია რომ გაგიცანით, გისურვებთ წარმატებას.:(
ОтветитьУдалить